კატეგორიები

რეგიონები

კონტაქტი

თუ გამოსახულებას აღსაწერად ათასი სიტყვაა საჭირო, მაშინ ილუზიის აღწერას, მილიონზე მეტი დასჭირდება!

ორშაბათი
10:00 - 22:00
სამშაბათი
10:00 - 22:00
ხუთშაბათი
10:00 - 22:00
პარასკევი
10:00 - 22:00
შაბათი
10:00 - 22:00
კვირა
10:00 - 22:00

თუ გამოსახულებას აღსაწერად ათასი სიტყვაა საჭირო, მაშინ ილუზიის აღწერას, მილიონზე მეტი დასჭირდება!

შეაღეთ კარი ილუზიების ჯადოსნურ, შემეცნებით და დამაბნეველ სამყაროში, სადაც მრავალფეროვანი შეგრძნებები გელოდებათ. ყველაფერი, რასაც აქ ნახავთ, თქვენს აღფრთოვანებას დაიმსახურებს, რადგან არაფერია ისეთი, როგორიც ერთი შეხედვით ჩანს, განსაკუთრებით კი ჩვენთან!

თბილისის ილუზიების მუზეუმი წარმოადგენს როგორც სოციალურ, ასევე გასართობ სივრცეს, რომელიც ყველა თაობის წარმომადგენელს აღფრთოვანებულს დატოვებს. ეს არის იდეალური ადგილი მეგობრებთან და ოჯახის წევრებთან ერთად გართობისა და ახალი შთაბეჭდილებებისთვის. ეს ადგილი შეუყვარდებათ არა მარტო ბავშვებს, არამედ მათ მშობლებს, ახალგაზრდა წყვილებს, ბებიებსა და ბაბუებს.

ნახეთ, კიდევ რას გთავაზობთ, თქვენ საკუთარ თვალებს არ დაუჯერებთ!

გამოიჩინეთ სიმამაცე და შეაბიჯეთ ვორტექსის გვირაბში, რომელიც დაგაჯერებთ, რომ ნაბიჯის გადადგმაბრუნავი ცილინდრში დამონტაჟებულ მყარ და სტაბილურ ზედაპირზე არც თუ ისე მარტივია. იხილეთ თქვენი დეფორმირებული გამოსახულება მრუდე სარკეების ოთახში, გათავისუფლდით უსასრულობის ოთახში, გაუწიეთ წინააღმდეგობა მიზიდულობის კანონს და გადაიღეთ ამ გამოცდილებების აღმბეჭდავი უამრავი სელფი!

მოატყუეთ თვალი და ავარჯიშეთ გონება!

ისიამოვნეთ ჩვენი ჰოლოგრამების კოლექციით, იხილეთ ყველა ოპტიკური ილუზია და ყურადღებით შეისწავლეთ თითოეული ინსტალაცია. ეს ბრწყინვალე და მხიარული შეხსენებაა იმისა, რომ ჩვენი წარმოდგენა სამყაროზე ხშირად მხოლოდ ილუზიაა და მეტი არაფერი. ჩვენი ექსპონატების დათვალიერებისას თქვენ აუცილებლად გაოცდებით!

ჩვენი მუზეუმის საოცარი და სახალისო ხერხებით, ინფორმაცია მარტივადაა გადმოცემული ხედვის, აღქმის, ადამიანის გონებისა და მეცნიერების შესახებ. აქ უფრო ადვილია ავხსნათ რატომ ხედავს ჩვენი თვალები იმას, რასაც ვერ აღიქვამს ჩვენი გონება. აუცილებლად მოინახულეთ სათამაშო ოთახი, რომელიც სავსეა დამაინტრიგებელი და ამავე დროს საგანმანათლებლო თამაშებითა და გამოცანებით. გონების ასეთი ვარჯიში, ნამდვილად დიდი გართობაა, თუმცა, მათი ამოხსნა არც თუ ისე მარტივია!

Ok, message sent.
Message not sent.

დაათვალიერეთ რუკა

მიმოხილვები და კომენტარები

0

ჯერ არ არის შეფასებული


დაწერეთ თქვენი შთაბეჭდილებები და მოსაზრებები
იყავი პირველი, ვინც სხვა ადამიანებს საშუალებას მისცემს შეიძინონ მიზნობრივი კავშირი ამ ჩამონათვალის შესახებ.