კატეგორიები

რეგიონები

წესები და პირობები

წინამდებარე ვებ-გვერდის გამოყენება რეგულირდება შპს საინფორმაცი ანალიტიკური სააგენტო “ინფო ნიუსის” (საიდენტიფიკაციო ნომერი: 405175279, მისამართი: თბილისი, ა. წერეთლის გამზ. #116) მიერ დადგენილი წესებითა და პირობებით.
 
ტერმინები „სააგენტო”, „პლათფორმა” გულისხმობს შპს საინფორმაცი ანალიტიკური სააგენტო “ინფო ნიუსის” (ასევე მისი ჯგუფის წევრ მონათესავე, შვილობილ, აფილირებულ კომპანიებს), ხოლო ტერმინი „თქვენ”, „მომხმარებელი”, “კომპანია”, “პარტნიორი” გულისხმობს ინდივიდს, კომპანიას, ორგანიზაციულ წარმონაქმნს,  რომელიც იყენებს სააგენტოს ვებ-გვერდს www.allon.ge
 
გთხოვთ, ყურადღებით გაეცნოთ წინამდებარე წესებსა და პირობებს, რომელიც არეგულირებს თქვენ მიერ ვებ-გვერდის გამოყენების პირობებს. იმ შემთხვევაში, თუ არ ეთანხმებით წინამდებარე წესებსა და პირობებს, გთხოვთ, დატოვოთ სააენტოს ვებ-გვერდი.
 
ვებ-გვერდზე სტუმრობით, ან მასზე გამოქვეყნებული ინფორმაციის გამოყენებით, ადასტურებთ და სრულად ეთანხმებით მითითებულ ყველა დანაწესს, რომელიც შესაძლოა ცალმხრივად შეიცვალოს შპს საინფორმაცი ანალიტიკური სააგენტო “ინფო ნიუსის” მიერ გარკვეული პერიოდულობით, რაც დაფიქსირდება მოცემულ ვებ-გვერდზე და მასზე თქვენი სტუმრობა ნიშნავს  შესაბამის პირობებზე დათანხმებას.
 
სააგენტოს ვებ-გვერდზე მითითებული ინფორმაცია, უმეტეს შემთხვევაში, განკუთვნილია იმ პირებისთვის, რომლებიც დაინტერესებულნი არიან საქართველოში არსებული ორგანიზაციებით, დასაქმებისა და ინფორმაციის მიღებით. შესაძლოა, ვებ-გვერდზე მითითებული ინფორმაცია არ იყოს ხელმისაწვდომი მსოფლიოს ყველა გეოგრაფიულ არეალში, სააგენტოს გადაწყვეტილების შესაბამისად. 
 
სააგენტოს ვებ-გვერდზე მითითებული გარკვეული ინფორმაციის გასაანალიზებლად, შესაძლოა დაგჭირდეთ შესაბამისი სფეროს სპეციალისტის კონსულტაცია. 
 
სააგენტოს ვებ-გვერდზე მითითებული კონკრეტული პროდუქტები/მომსახურება რეგულირდება სპეციალური სააგენტოს მომსახურების ხელშეკრულებით. 
 

ინფორმაციის სიზუსტე 

სააგენტო არ არის პასუხისმგებელი ვებ-გვერდზე მითითებული ინფორმაციის შინაარსის სიზუსტეზე, მიუხედავად ჩვენი დიდი ძალისხმევისა მოგაწოდოთ უტყუარი ინფორმაცია. აღნიშნული არ წარმოადგენს დადასტურებას და გარანტიას, რომ ვებ-გვერდზე მითითებული ინფორმაცია არის ზუსტი, უტყუარი და შესაფერისი მისი ნებისმიერი გამოყენებისთვის. სააგენტოს ვებ-გვერდზე არსებული ნებისმიერი ინფორმაცია მითითებულია  „როგორც არის” (“As Is”) საწყისზე. შესაბამისად, ვებ-გვერდზე არსებული ნებისმიერი ინფორმაციის გამოყენება სრულად წარმოადგენს მომხმარებლის პირად რისკს და სააგენტო არ არის პასუხისმგებელი ვებ-გვერდზე გამოქვეყნებული ინფორმაციის გამოყენებით დამდგარ ზიანზე. წინამდებარე დათქმა არ ეხება სააგენტოს ვებ-გვერდზე განთავსებული ხელშეკრულების შემადგენელ ნაწილებს.
 
ვებ-გვერდზე არსებული ინფორმაცია არ წარმოადგენს დაპირებას მომსახურებაზე/პროდუქტზე ან რაიმე სახის სახელშეკრულებო ურთიერთობით სააგენტოს შებოჭვის საფუძველს.
 

პასუხისმგებლობის შეზღუდვა 

სააგენტო და მისი შესაბამისი თანამშრომლები არ არიან პასუხისმგებელნი დამდგარი შედეგისათვის, რომელიც მოიცავს პირდაპირ, არაპირდაპირ, სპეციალურ, შემთხვევით, მიზეზ-შედეგობრივ, არასახელშეკრულებო ზიანს, რაც გამოწვეულია ვებ-გვერდზე მითითებული ინფორმაციის გამოყენებით. 
 
სააგენტო არ აგებს პასუხს ვებ-გვერდის გამოყენებით გამოწვეულ რაიმე სახის ზიანზე, დანაკარგზე, თუნდაც  ტექნიკური შეფერხების, დეფექტის, ოპერაციის გაუქმება/შეჩერების, კომპიუტერული ვირუსის, ან სისტემის გაუმართაობის შემთხვევაში. 
 
ვებ-გვერდზე წარმოდგენილი შინაარსის ხელმისაწვდომობა შესაძლოა დამოკიდებული იყოს საძიებო სისტემის ფუნქციებსა და შეზღუდვებზე. სააგენტო არ იღებს პასუხისმგებლობას იმ შემთხვევებზე, თუ ვებ-გვერდის შემადგენელი გარკვეული კომპონენტები არაა ხელმისაწვდომი თქვენთვის. 
 

ვებ-გვერდის გამოყენება  

ვებ-გვერდზე მითითებული ინფორმაცია განკუთვნილია მხოლოდ მომხმარებლებისა და კომპანიების გამოყენებისთვის. თქვენ ვალდებული ხართ, ვებ-გვერდზე განთავსებული ინფორმაცია, ასევე ვებ-გვერდის სტრუქტურა, გამოსახულება და დიაზინი არ გაავრცელოთ, არ გადასცეთ, არ მოახდინოთ მისი ასლების დამზადება ან/და რეპროდუცირება (მათ შორის სოციალურ მედიაში) კომერციული მიზნებისთვის, სააგენტოს წინასწარი წერილობითი ან ზეპიტი თანხმობის გარეშე, რაც ჩვენს ერთპიროვნულ დისკრეციას წარმოადგენს. სააგენტოს წინასწარი წერილობითი თანხმობა არ არის საჭირო, თუ ვებ-გვერდზე მითითებული ინფორმაციის/შინაარსის გამოყენება ხდება სააგენტოს წინასწარ განცხადებული თანხმობის შესაბამისად, ან ასეთი ინფორმაცია გამოიყენება პირადი მოხმარებისთვის, საგანმანათლებლო ან ინფორმაციული მიზნებისთვის.
 
ვებ-გვერდისა და სისტემის არაავტორიზებული გამოყენება (მათ შორის არარსებული დასახელებით და კოდით) სასტიკად აკრძალულია. იქ სადაც მოითხოვება რეგისტრაცია და პაროლის გამოყენება, თქვენ ვალდებული ხართ, კონფიდენციალურად შეინახოთ და არ დაუშვათ მესამე პირის მიერ ვებ-გვერდზე წვდომის შესაძლებლობა თქვენ მაგივრად.
 
შესაძლებელია, რომ ვებ-გვერდის რომელიმე კონკრეტული გვერდი შეიცავდეს წინამდებარე წესებისაგან და პირობებისაგან განსხვავებულ დანაწესებს. მათ შორის კოლიზიის არსებობის შემთხვევაში, უპირატესობა ენიჭება წინამდებარე დანაწესებს.
 
სააგენტოს ვებ-გვერდის (მათ შორის ფორუმების) გამოყენებისას, აკრძალული გაქვთ უკანონო/თაღლითური ქმედება, ცილისმწამებლური, სიძულვილის ენით საუბარი, ან სხვა არასასურველი ინფორმაციის განთავსება, გავრცელება/ტრანსმისია, რაც შესაძლოა არღვევდეს მოქმედ კანონმდებლობას და რეგულაციას, ან ზიანს აყენებდეს ბანკის საქმიან რეპუტაციას. ასევე გეკრძალებათ ვებ-გვერდისთვის ზიანის მიყენება ნებისმიერი სახის მავნე პროგრამის მეშვეობით („ტროას ცხენი,” „ლოგიკური ბომბი” ან სხვა მსგავსი ქმედებების განხორციელება).
 
თქვენს ერთპიროვნულ რისკს წარმოადგენს ვებ-გვერდზე მოსახვედრად გამოყენებული ნებისმიერი პროგრამული მოდულის (სატელეფონო, კომპიუტერული და სხვა) გაუმართავობა.
 
იმ შემთხვევაში, თუ ვებ-გვერდზე წვდომა შეუძლებელი გახდება სააგენტოს ტექნიკური შეფერხების, ან სააგენტოს დამოუკიდებელი სხვა ნებისმიერი მიზეზით, სააგენტო არ არის პასუხისმგებელი დამდგარ შედეგზე.  
 

ინტელექტუალური საკუთრება

ვებ-გვერდზე, მის შინაარსზე, სტრუქტურასა და დიზაინზე სრულად ვრცელდება შპს საინფორმაცი ანალიტიკური სააგენტო “ინფო ნიუსის” საავტორო უფლება.  შპს საინფორმაცი ანალიტიკური სააგენტო “ინფო ნიუსის” ექსკლუზიური უფლებები ვრცელდება ასევე სააგენტოს მიერ შექმნილ და რეგისტრირებულ ინტელექტუალური საკუთრების ნებისმიერ ობიექტზე, მათ შორის მის კუთვნილ სასაქონლო ნიშნებზე.
 
სააგენტოს საავტორო (©) და სხვა ინტელექტუალური საკუთრების უფლებები ვრცელდება წინამდებარე ვებ-გვერდსა და მასზე არსებულ მთელ შინაარსზე (პროდუქტებისა და მომსახურების ჩათვლით).
 
აკრძალულია წინამდებარე ვებ-გვერდზე მითითებული ნებისმიერი ინფორმაციის/შინაარსის, მათ შორის ლოგო, პიქტოგრამა, გრაფიკა, სურათი, გამოსახულება, პატენტი, მომსახურების/სასაქონლო ნიშნები, დიზაინი,  სააგენტოს მიერ შექმნილი ვიზუალური მედია და სხვა ინტელექტუალური საკუთრების (რეგისტრირებული, ან არარეგისტრირებული) უნებართვო გამოყენება, დამუშავება და გამოქვეყნება (მათ შორის სოციალურ მედიაში)  სააგენტოს წინასწარი წერილობითი ან ზეპირი თანხმობის გარეშე. სააგენტოს თანხმობა არ არის საჭირო, თუ წინამდებარე მონაცემების გამოყენება ხორციელდება არაკომერციული, პირადი მიზნებისთვის და იმ შემთხვევებში, როცა წინასწარ თანხმობას არ ითვალიწინებს საქართველოს კანონმდებლობა, ან შესაბამისი საერთაშორისო რეგულაცია. 
 
ინტელექტუალური საკუთრების ვებ-გვერდზე მითითება არ ნიშნავს  მომხმარებლისათვის მის გამოყენებაზე ლიცენზიის მინიჭებას. ვებ-გვერდიდან მომხმარებლის მიერ ნებისმიერი ინფორმაციის კომერციული მიზნებისთვის გადმოწერა, ან ასლის დამზადება ჩაითვლება საქართველოს კანონმდებლობის დარღვევად.
 
წესებსა და პირობებში მითითებული არცერთი დანაწესი არ განიჭებთ უფლებას, ან ლიცენზიას წინამდებარე მუხლში ჩამოთვლილი სააგენტოს ინტელექტუალური საკუთრების გამოყენებაზე.
 
იმ შემთხვევაში, თუ სააგენტოს რომელიმე ვებ-გვერდი მომხმარებლებს ანიჭებს ჩატის, ინტერაქციისა, თუ დიალოგის/დისკუსიის გამართვის შესაძლებლობას, ვალდებულნი ხართ, წინამდებარე არხებში დააფიქსიროთ მხოლოდ ის ინფორმაცია, რომელზეც ფლობთ ინტელექტუალურ საკუთრებას, ან გაქვთ შესაბამისი პირის თანხმობა. ამასთან ერთად, სააგენტოს ანიჭებთ უფლებას დაამუშაოს (მათ შორის, გამოაქვეყნოს) თქვენ მიერ დაფიქსირებული ინფორმაცია კანონიერი, საკომუნიკაციო/საინფორმაციო (მათ შორის, საგამოფენოდ, კონკურსში მონაწილეობისათვის) მიზნებისათვის.
 
სააგენტოს ჯგუფის წევრი კომპანიები შესაძლოა იყენებდნენ სააგენტოს სასაქონლო ნიშანს, დასახელებას და ლოგოტიპს, რომელიც წარმოადგენს სააგენტოს საკუთრებას.
 
სააგენტოს ვებ-გვერდზე მითითებული კომპანიების სახელები, სასაქონლო ნიშნები, ლოგოები ეკუთვნის შესაბამის პირებს.  
 

კონფიდენციალურობის დაცვა 

შპს საინფორმაცი ანალიტიკური სააგენტო “ინფო ნიუსის” უზრუნველყოფს მისთვის მიწოდებულ კონფიდენციალური ინფორმაციის მაქსიმალურ დაცულობას კანონმდებლობით დადგენილი წესით.
 
სააგენტო მომხმარებლის პერსონალურ ინფორმაციას ითხოვს საჭიროებიდან გამომდინარე, იმ მოცულობით, რაც საჭიროა ეფექტური მომსახურების  გასაწევად საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით. მომხმარებელს ნებისმიერ დროს შეუძლია მოითხოვოს ინფორმაცია სააგენტოს მისი პერსონალური ინფორმაციის დამუშავების თაობაზე. 
 
სააგენტოს მხრიდან კონფიდენციალური ინფორმაციის გადაცემა ხორციელდება თქვენი წინასწარი თანხმობით, ან კანონით გათვალისწინებულ სხვა შემთხვევებში.
 
სააგენტო მაქსიმალურად ზრუნავს თქვენი პირადი კონფიდენციალური ინფორმაციის უსაფრთხოებასა და გაუმჟღავნებლობაზე, მაგრამ იმ ფაქტის გათვალისწინებით, რომ თქვენი მონაცემების დისტანციურად მოწოდების პროცესი არ არის დაშიფრული, სააგენტო იხსნის პასუხისმგებლობას მესამე პირების მიერ თქვენი მონაცემების არასანქცირებულ წვდომაზე ამ მონაცემების სააგენტოს მიწოდების დროს.
 
სააგენტო მაქსიმალურად ზრუნავს თქვენი პირადი ინფორმაციის უსაფრთხოებასა და კონფიდენციალურობაზე, თუმცა იხსნის პასუხისმგებლობას მესამე პირების მიერ აღნიშნული ინფორმაციის არასანქცირებულ წვდომაზე ამ მონაცემების სააგენტოს მიწოდების დროს (მათ შორის დისტანციური მიწოდებისას გამოყენებულ პლატფორმებზე)
 
კონფიდენციალური ინფორმაციის სააგენტოსთვის მიწოდების დროს, მომხმარებელი ვალდებულია, არ მოახდინოს ისეთი ავტომატური საშუალებების გამოყენება, რამაც შესაძლოა საფრთხე შეუქმნას სააგენტოს უსაფრთხოებასა და დაცულობას.
 
ვებ-გვერდის სტუმრობისას, თქვენ მიერ დატოვებული ნებისმიერი „ელექტრონული ნაკვალევი”, შესაძლოა გამოყენებულ იქნას სააგენტოს დამახასიათებელი ტექნიკური ოპერაციების განსახორციელებლად, სტატისტიკის საწარმოებლად, ან საიტის ხარისხის გასაუმჯობესებლად.
 
სააგენტოს მიერ ადმინისტრაციული ფუნქციების ეფექტურად შესასრულებლად, შესაძლოა თქვენ მიერ გამოგზავნილ იქნას პერსონალური მონაცემები სააგენტოს ელექტრონულ ფოსტაზე. გაცნობებთ, რომ სააგენტო არ არის პასუხისმგებელი, გადაცემის პროცესში, მესამე პირის არასანქცირებული ჩარევის შედეგად, აღნიშნული ინფორმაციის უკანონო მოპოვებაზე, ან იმ ინფორმაციაზე, რომელიც მომხმარებელმა თავადვე გახადა საჯარო, ან გაავრცელა ნაკლებად უსაფრთხო ელექტრონული საშუალებებით.
 
წინამდებარე წესებსა და პირობებზე დათანხმებით, მომხმარებელი ადასტურებს, მასთან გაფორმებული ხელშეკრულების ფარგლებში, სააგენტოსთვის მინიჭებულ უფლებას, გაუგზავნოს მომხმარებელს შეტყობინება (მათ შორის, ელექტრონული ფორმით: მოკლე ტექსტური შეტყობინება, ელექტრონული ფოსტა) ვებ-გვერდზე მითითებული პროდუქტისა, თუ მომსახურების თაობაზე.
 

ვებ-გვერდზე მითითებული ბმულები 

სააგენტო უფლებამოსილია ვებ-გვერდზე მიუთითოს ჰიპერბმულები, მესამე პირის მფლობელობაში არსებული ვებ-გვერდების ბმულები, თქვენივე ინფორმირებულობის უზრუნველსაყოფად.
 
მესამე პირის მფლობელობაში არსებული ბმულები და მათზე მითითებული ინფორმაცია, არ ექვემდებარება სააგენტოს კონტროლს, ხოლო მათზე მოცემული პროდუქტებისა და შინაარსის სიზუსტე არ წარმოადგენს სააგენტოს პასუხისმგებლობის საგანს. შესაბამისად, თქვენ ხართ პასუხისმგებელი მესამე პირების რესურსებზე/ვებ-გვერდზე არსებული წესებისა და პირობების გაცნობაზე. 
 

ცვლილების განხორციელება 

სააგენტო უფლებამოსილია ცვლილება შეიტანოს წინამდებარე წესებსა და პირობებში მომხმარებელთათვის წინასწარი შეტყობინების გარეშე.
 
მომხმარებელი პასუხისმგებელია რეგულარულად გაეცნოს წინამდებარე წესებსა და პირობებს. თქვენ მიერ ვებ-გვერდზე სტუმრობა/მითითებული ინფორმაციის გამოყენება ავტომატურად ნიშნავს თქვენს დათანხმებას წინამდებარე წესებისა და პირობების მოთხოვნებზე. 
 

მარეგულირებელი სამართალი და იურისდიქცია 

წინამდებარე წესები და პირობები რეგულირდება საქართველოს კანონმდებლობით. 
 
დავის წარმოშობის შემთხვევაში, საქმეს განიხილავს საქართველოს საერთო სასამართლოების სისტემა კანონმდებლობით დადგენილი წესით. 
 
წინამდებარე დანაწესების კონკრეტული ჩანაწერის ბათილობა არ იწვევს წესებისა და პირობების სხვა დათქმების ბათილობას.  
 

საკონტაქტო ინფორმაცია 

ნებისმიერი კითხვის არსებობის შემთხვევაში, რაც უკავშირდება წინამდებარე წესებსა და პირობებს და ვებ-გვერდზე მითითებულ ინფორმაციას,  გთხოვთ, მოგვმართოთ წერილობითი სახით მისამართზე: თბილისი, წერეთლის #116 ან მოგვწეროთ ელექტრონული ფოსტის საშუალებით: admin@infonews.ge