კატეგორიები

რეგიონები

როგორ გავზარდოთ თანამშრომელთა მოტივაცია ?

AllOn.Ge Doe
ბლოგი

შთაგონება, მოტივაცია, აღიარება

ადამიანურ რესურსებში მოტივაციის გაზრდა, დროის ინვესტიციის განხორციელება და სულ მცირეოდენი ბიუჯეტი, ქმნის დივიდენდს  პროდუქტიულობის გაზრდის, ეფექტურობის და მორალური ასპექტების  შენარჩუნების  ფორმით.

დამეთანხმებით ალბათ რომ მიუხედავად ტექნოლოგიური თუ კულტურული  განვითარებისა, ადამიანური რესურსი რჩება კომპანიის ძირითად მამოძრავებელ ძალად, ჰენრი ფორდი ამბობდა:

შეიძლება ჩაძირონ ჩემი ბიზნესი, შეიძლება გადაწვან ყველა  ჩემი ქარხნა, მაგრამ თუ ვუზრუნველყოფ ჩემი ადამიანური კაპიტალის გადარჩენას,  აღვადგენ ჩემს კომპანიას

აქედან გამომდინარე იმისათვის რომ შევირნარჩუნოთ ან გავზარდოთ  ადამიანური კაპიტალის პროდუქტიულობა, აუცილებელია რიგი პროცესების  განხორცილება.

თანამედროვე საბაზრო კონკურენციის პირობებში, სასიცოცხლო მნიშვნელობას იძენს  კომპანიაში დასაქმებული თითოეული ინდივიდის საქმეში მეტად ჩართულობა.

კომპანიის  თანამშრომელთა მასტიმულირებელი პროცესებიდან შეგვიძლია გამოვყოთ სამი  ძირითადი: შთაგონება, მოტივაცია, აღიარება.

შთაგონება: აშენე შენი ბიზნესი  კონსესუსის შექმნის გზით!

ერთ-ერთი პირველი ნაბიჯი ეს არის, კომპანის შიგნით შევქმნათ ეფექტური გუნდი, რომლის ყველა წევრი იგრძნობს რომ  კომპანიის მთავარი მიზნის ანუ სტრატეგიის მნიშვნელოვანი ნაწილია და რომ მას ენიჭება მნიშვნელოვანი ადგილი, პასუხისმგებლობა ამ გუნდური  პროცესის წარმატებით განხორციელებაში.

შთაგონების პროცესში ასევე მნიშველოვანია ხაზი გავუსვათ კომპანიის ერთგულებას მისი თანამშრომლების მიმართ, რათა თითოეულმა ინდივიდმა კიდევ უფრო ჩაბმულად  იგრძნოს თავი კომპანიის საქმიანობაში და მისი მიზნების განოხრციელბაში.

წახალისების  მიზნით შესაძლებელია გამოვიყენოთ  და განვათავსოთ სხვადასხვა სახის ფოტოები და მესიჯები მათ სამუშაო მაგიდაზე,  ან გუნდური მუშაობის  ამსახველი სხვა სახის  შთაგონების შემქმნელი პოსტები.

ასევე შესაძლებელია შთაგონების პროცესში სხვადასხვა  სახის მესიჯების  გამოფენა საკონფერენციო დარბაზში და საოფისე ინვენტარზე.  ყველა ეს პატარა დეტალი  აღვიძებს ადამინის ქვეცნობიერ იმპულსებს, რომ  ისინი იყვნენ მეტად ორიენტირებული მიზანზე და  აქტიურად ჩაებან კომპანიის საქმიანობაში.

მოტივაცია: პოზიტიური განწყობა წარმატების  მიღწევის მნიშვნელოვან ნაწილს წარმოადგენს!

ყველა სახის შედეგი მნიშვნელოვანია კომპანიის სტრატეგიის განხორციელების პროცესში. გუნდური მუშაობის  შენების პროცესში აუცილებელია გვახსოვდეს პოზიტიური განწყობის და მხიარულების  ეფექტი.

წახალისების მიზნით შესაძლებელია კვირაში ერთხელ მოეწყოს შესვენებაზე გასვლა დეპარტამენტების ან გუნდების მიხედვით.   ზოგჯერ საქმის გადადება და რეფოკუზი სამუშაოსგან  გუნდს უქმნის ახალ ძალას და აძლევს მეტ სტიმულს სამუშოს შესრულების პროცესში. ამ სახით შესრულებული სამუშაო ხდება უფრო პროდუქტიული.

შესაძლებელია აგრეთვე მოტივაცის გაზრდის მიზნით დეპარტამენტების შიგნით სხვადასხვა სახის თამაშების ორგანიზება,  მაგალითად ისეთი სახის თამაშების მიწოდება  სამუშაო ჯგუფებისათვის, როგორიც არის ინტელექტუალური ამოცანები ან  კროსვორდები. გამარჯვებული გუნდისათვის კი სიმბოლური  პრიზების დაწესება. მსგავსი სახის  თამაშები ზრდის მოტივაციას და  იწვევს ადამიანებში ენთუზიაზმის და ახალი ენერგიის გაღვიძებას.

აღიარება: მატერიალურ წახალისებზე მნიშვნელოვანი პიროვნული აღიარებაა!

მნიშვნელოვანია ადამიანებმა იგრძნონ, რომ მათი შესრულებული სამუშაო დაფასებულია და აღიარებულია. კომპანიის დეპარტამენტებში თანამშრომლებს შორის პასუხისმგებლობის გადანაწილება  კიდევ უფრო ზრდის ადამიანთა პროდუქტიულობას.

აღსანიშნავია, რომ ჯგუფური მუშაობის დროს შესაძლებელია რომელიმე ჯგუფის წევრს ჰქონდეს წარუმატებელი დღე, მაგრამ თუ გავითვალისწინებთ და გავიაზრებთ  გუნდური მუშაობის მთავარ პრინციპს გუნდურობას, შესაძლებელია ეს დღე ორივესთვის  გადაიქცეს წარმატებულ დღედ.

თანამშრომელთა რეზულტატების აღიარების და მათი დაფასების მნიშვნელოვანი გზაა აგრეთვე წელიწადში რამდენჯერმე სტაფისათვის გარკვეული ჯილდოს გადაცემა, სხვადასხვა სერტიფიკატების ან  მედლების სახით.  Aამ სახის აღიარება ქმნის მნიშვნელოვან შედეგს მინიმალური დანახარჯით.

დამეთანხმებით ალბათ რომ დღევანდელი რთული ეკონომიკური ვითარების პირობებში,  ყველა ორგანიზაცია  ცდილობს თავიდან აიცილოს  თითოეული ლარის დაკარგვა  შესაბამისად  მცირეოდენი  მასტიმულირებელი  ქმედებები ადამიანური კაპიტალის მართვაში ქმნის  მინიმალურ დანახარჯს  მაქსიმალური შედეგიანობით.