კატეგორიები

რეგიონები

რატომაა აუცილებელი რეკლამისთვის კარგი “მუსიკის” შერჩევა?

AllOn.Ge Doe
ბლოგი

სატელევიზიო რეკლამას, ხშირად, მინი ფილმის სახე აქვს. პერსონაჟები, სიუჟეტი , “საუნდტრეკი”.  მოკლედ, “პოპკორნისა” და გაყიდული ბილეთების გარდა, თითქმის,  ყველაფერი იდენტურია.

მუსიკა ვიდეორგოლისთვის ძალიან მნიშვნელოვანია და როცა ბრენდი სწორად არჩევს “საუნდტრეკს”, იქმნება ჰარმონია. თუ სატელევიზიო რეკლამაში  მუსიკა სწორადაა შერჩეული ჩათვალეთ, ის უკვე “ხელოვნების ნიმუშია”.

1989 წელს ოჰაიოს შტატის უნივერსიტეტის მუსიკალური სკოლის პროფესორმა დევიდ ჰურონმა დაწერა “მუსიკა რეკლამაში – ანალიტიკური პარადიგმა”. ნამუშევარი ეხება მუსიკის გამოყენებას რეკლამაში და მის ზეგავლენას მომხმარებლებზე.

პროფესორი წერს, რომ “მუსიკას შეუძლია იყოს მასტიმულირებელი მთავარი მიზნის მისაღწევად და ეს ხდება მისი სხვადასხვა კომპონენტის ხარჯზე. ნაშრომში ჰურონი მუსიკის შემდეგ კომპონენტებს გამოყოფს :

გართობა – კარგი რეკლამა აუდიტორიის ყურადღებას იპყრობს. საამისოდ პირდაპირი გზა კი ისეთი რამის შეთავაზებაა, რაც გასართობია.

სტრუქტურა და თანმიმდევრულობა – მუსიკას შეიძლება სხვადასხვა სტრუქტურული როლი დავაკისროთ. ამ მიმართულებით , მნიშვნელოვანია იყოს ვიზუალური გამოსახულებისა და კადრს მიღმა  ხმის ერთობლიობა.

დასამახსოვრებელი – “ცნობილია, რომ მომხმარებლები კათილგანწყობილები არიან იმ პროდუქტების მიმართ, რომლებსაც აქვთ გარკვეული ხარისხის ცნობადობა, თუნდაც ეს მხოლოდ სახელი იყოს. საზოგადოების, აუდიტორიის განსაკუთრებულობა და შემეცნებითი უნარი იმაშია, რომ მუსიკა მსმენელის გონებაში რჩება.

ლირიკული ტექსტი – მუსიკის ვოკალს საშუალება აქვს ვერბალური მესიჯი ისე მიიტანოს მომხმარებლამდე, რომ მისი ცალკე თქმა საჭირო აღარ იყოს. ბევრჯერ მუსიკალური ფრაზის სახით გადმოცემული  სათქმელი უფრო მარტივად მაგრამ “წამქეზებლურად” ჟღერს. ამიტომ სიმღერა , შესაძლოა, უფრო კარგად  “ისმინებოდეს”, ვიდრე ნათქვამი