კატეგორიები

რეგიონები

მსოფლიოში ყველაზე პატარა რესტორანი – მხოლოდ 1 სტუმრისთვის

AllOn.Ge Doe
ბლოგი

„მსოფლიოს ყველაზე პატარა რესტორანი“ ადამიანებს მოუწოდებს, რომ მარტო სადილობასთან დაკავშირებული სტიგმა დაივიწყონ.

მარტო ჭამის გეშინიათ? – ესე იგი,  ჯერ კიდევ არ ყოფილხართ დანიური სასურსათო ქსელის Irma ბოლოდროინდელი მარკეტინგული კამპანიის თანამონაწილე. ერთ ადამიანზე გათვლილი სასურსათო პროდუქტის პრომოუშენისთვის, სუპერმარკეტმა კოპენჰაგენში რესტორანი გახსნა, რომელიც მხოლოდ 1 სტუმარს მასპინძლობს. რესტორანს 1:1-ს ეძახიან, რომელსაც მხოლოდ 1 შეფი და 1 ოფიციანტი ჰყავს. მას კი, ვინც რესტორანს ეწვევა, სადილით, ღვინითა და ლუდით სიამოვნების შესაძლებლობა აქვს.

მსოფლიოს ყველაზე პატარა რესტორანი დანიური სააგენტოს Robert/Boisen & Like-minded მიერ შეიქმნა. „ირმა“ ამბობს, რომ ერთულუფიანი სადილი დანიაში Eurostat-ის სტატისტიკის პასუხია, რომლის მიხედვითაც, ქვეყნის 44%-ს უფროსები შეადგენენ, რომლებიც მარტო, ბავშვებისა თუ პარტნიორის გარეშე ცხოვრობენ.

კამპანიის შემქმნელებს იმედი აქვთ, მარტო მცხოვრებ ადამიანებს, გარდა მარტო ჭამის სტიგმის დაძლევისა, დაეხმარება, რომ ნაკლები საკვები პროდუქტი გადაყარონ. აქამდე, ამის მოტივი მათ ჰქონდათ, რადგან სუპერმარკეტები, ძირითადად, ოჯახში რამდენიმე ადამიანზე გათვლილ პროდუქტებს ჰყიდდნენ.

Credits:
Agency: Robert/Boisen & Like-minded, Denmark, Copenhagen
Creatives: Mads Mardahl, Eva Ebbensgaard, Klara Vilshammer, Christoffer Boas, Philip Bock
Strategy Director: Søren Christensen
Creative Director: Heinrich Veilgaard
Account Managers: Liva Lisner & Alina Alta
Activation: Victor Petri & Alexander Faxø
PR: Radius Kommunikation
Camera: Kennie Ørsted
Event and restaurant manger: Emilie Holm